სოფლის მეურნეობა
09/07/2020

პრემიერი: რქაწითელის და კახური მწვანის ჩასაბარებელი ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება

რთველზე, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება, - ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ყურძნის ფასის სუბსიდიისთვის თანხა უკვე გამოუყოფლია, ამასთან, სახელმწიფო მზადაა შეისყიდოს ბაზრიდან ჭარბი ყურძენი, თუ ამის საჭიროება დადგება.

რთველის სუბსიდირებისთვის 60 მლნ ლარია გამოყოფილი. 40 მლნ ფერმერების წარმოებული ყურძნის ფასის პირდაპირ სუბსიდირებას მოხმარდება, ხოლო 20 მლნ გამოეყოფა სახელმწიფო საწარმოს, რომელიც ჭარბი ყურძნის შეძენას შეძლებს.

Businesspartner