სოფლის მეურნეობა
09/07/2020

პრემიერი: წლევანდელ რთველს დავასუბსიდირებთ

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველს დაასუბსიდირებს. განსაკუთრებით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშებს. ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება.

“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხია. წლევანდელ რთველს დავასუბსიდირებთ. განსაკუთრებით ისეთ ჯიშებს, როგორიცაა რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი გამოყოფილია. თუ საჭირო იქნება, შესყიდვებში სახელმწიფოც ჩაერთვება”,- აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

Businesspartner