სოფლის მეურნეობა
11/06/2020

რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება

რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება.

რაჭული ლორის და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია მზად არის და მალე სახელმწიფო რეესტრს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება. რეგისტრაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში, განხორციელდება.

ორი პროდუქტის სპეციფიკაციები პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით დაამუშავეს.

Twinning-ის პროექტი „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ მე-2 წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები