სოფლის მეურნეობა
18/06/2020

სამინისტრო: გამოწვევა დიდია, თუმცა ღვინის შემცირებული ექსპორტის მაჩვენებელი დრამატული არ არის

COVID-19-მა მცირე მარნები დააზარალა. ღვინის მწარმოებლებს ღვინის ექსპორტისა და ტურისტების შემცირების გამო დაზარალდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე ამბობს, რომ დარგში გამოწვევა დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე, ქართული ღვინის შემცირებული ექსპორტის მაჩვენებელი არ არის დრამატული.

"ცალკეულ ბაზრებზე გაყიდვების ტენდენცია პოზიტიური და დამაიმედებელია. მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს მუშაობა ციფრული მარკეტინგის ახალ მოდელებზე და ამ რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილემ მცირე მარნების წარმომადგენლებთან დარგში არსებული პრობლემები ონლაინ ფორმატში განიხილა და მათ გააცნო ის ახალი მიდგომები, რომლებიც მცირე მარნებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და შემდგომ რეალიზაციაში დაეხმარება.

წილოსანის თქმით, სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში მცირე მარნებს მხარდაჭერას ღვინის ეროვნული სააგენტო აღმოუჩენს. ასევე უზრუნველყოფს სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნას საერთაშორისო ბაზრებზე, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე მარნებს წარმოებული ღვინის რეალიზაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები