სოფლის მეურნეობა
30/06/2020

ვანრიკ აგროს აქტივები 12,34 მლნ-ად გაიყიდა

სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე გაიყიდა.

„საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს.

აუქციონის სასტარტო ფასი 4 570 302 ლარი იყო. საჯარო აუქციონზე გამართული ვაჭრობის შედეგად, გამარჯვება ქართულმა კომპანია შპს „ეფკომ“ მოიპოვა და 85 ბიჯის შემდეგ, სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები 12 339 817 ლარად შეიძინა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ეფკო 2015 წელს არის დარეგისტრირებული, მისი 95%-იანი წილის მფლობელი შპს "აგრო მსოფლიოა", 5%-ს კი კერძო პირი ფლობს.

შპს "აგრო მსოფლიოს" 100%-იანი წილის მფლობელი კი გრიგოლ მორჩილაძეა, რომელიც 2016-2017 წლებში "ქართული ოცნების" შემომწირველებშიირიცხება, მანამდე კი ბიზნესმენი 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებშია.

Businesspartner