სოფლის მეურნეობა
11/06/2020

ვაზისა და ღვინის კვლევითი ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ცენტრში ლაბორატორია, სადეგუსტაციო სივრცეები, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი, ენოთეკა და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.

ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურაში 80 ჰექტარზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის 450 ქართული და 350 უცხოური ჯიშია დაცული, მათ შორისაა ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯიღაურას ბაზა 2014 წელს ა(ა)იპ „აგრომ“ და შპს „აგროქართუმ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

„2016 წელს, აგროქართუს დაფინანსებით, საქართველოში შექმნილი უნიკალური ვაზის კოლექცია, რომელიც ქართული ვაზის ქართულ გენოფონდს ინახავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმოეცა. ბევრი რამ გაკეთდა ბაზაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად. თანამედროვე ინსტიტუტი, ლაბორატორიული აღჭურვილობით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება აგვეშენებინა მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და, ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცენტრის მშენებლობის დათვალიერებისას.

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში