ტურიზმი
10/06/2020

გიორგი გახარია: მოვიაროთ მთელი საქართველო 

ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია, - განაცხადა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრაზე.

პრემიერმა შიდა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში იმოგზაურონ.

„შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, საქართველოში იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, ხანდახან სირცხვილია. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვაჩვენოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ კიდევ უფრო ეფექტურად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები