ტურიზმი
16/06/2020

Lonely Planet-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

Lonely Planet-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ. Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს ეხება.

“კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს. საქართველომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. მონაცემების მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1 ივლისიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს. „-წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

Lonely Planet-ს მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში სამოგზაურო ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონზე მეტია.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება, იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ფრთხილად და ეტაპობრივად მოხდება. ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პუბლიკაციები ჩვენს ქვეყანას კარგ პოზიციონირებას გაუწევს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო არეალზე, როდესაც ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. პოსტკოვიდურ პერიოდში სამოგზაურო მიმართულებების არჩევისას ტურისტისთვის უსაფრთხო გარემო და ვირუსისგან თავისუფალი ზონა ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ფოტო: Lonely Planet 

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში