ტურიზმი
13/07/2020

მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მთიან აჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საპიკნიკე ზონის განთავსება ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება. ადგილზე მოეწყობა ჰამაკების სივრცე, განთავსდება საქანელები და ფანჩატურები. პროექტის ინიციატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.

უწყებაში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურა ტურისტების დაინტერესებას გაზრდის, რაც რეგიონს ეკონომიკურად გააძლიერებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს ჩირუხის მთაც, სადაც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები