ტურიზმი
10/06/2020

საქართველო მწვანე რეგიონებიდან ტურისტების მისაღებად მზადაა

ქვეყანა ტურისტების მიღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან აწარმოებს. გიორგი გახარიას ცნობით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო მცირე შეფერხებებია ისრაელთან.

„ჩვენ სამუშაო დონეზე ყველაფერი მზად გვაქვს. საქართველო, თავის მხრივ, ყველაფრისთვის მზადაა. მზადაა იმისთვის, რომ მწვანე რეგიონებიდან მიიღოს სტუმრები. ვართ კორონა ვირუსისგან სუფთა ქვეყანა. კარგი მაგალითია ის გზა, რომელიც გავიარეთ ისრაელთან. ყველაფერი მზად არის ხელმოსაწერად, თუმცა ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა და ერთობლივად დავსხედით, ვთქვით, რომ ეს უნდა გადაგვედო.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. თუმცა იქ შიდა ევროპული პროცესია და გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი“.- აღნიშნა პრემიერმა.

ბიზნესპარტნიორი