ბიზნესი
11/01/2022

3 არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში - ზვიად ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია უახლოს მომავალში სუნამოს წარმოებას იწყებს. როგორც დიზაინერი აცხადებს,პროექტი განხორციელების პროცესშია.

„რადგან საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა აქვე დავამატებ ინფორმაციას. თავიდან იქნება 3 განსხვავებული არომატი 3 განსხვავებულ ფლაკონში. არომატები იქმნება სპეციალურად ციკოლიასთვის და არ გაიმეორებს რომელიმე ბრენდის სუნს,”-აცხადებს ციკოლია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ სახელდება.

ამასთან, საქართველოს ინდივიდუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა დღეს პოსტი გაავრცელა, რომლის მიხედვით, ზვიად ციკოლიამ ქვევრის ფორმის სუნამოს ბოთლის დიზაინი დააპატენტა.

"საქპატენტში რეგისტრირებულ დიზაინებს ახალი, ორიგინალური ფორმის პროდუქტი შეემატება. სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე სუნამოს ბოთლები სადგამებით, ის დიზაინებია, რომელთა რეგისტრაციის თაობაზე საქპატენტის ექპერტიზამ დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
 
აღსანიშნავია, რომ დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და არის ინდივიდუალური,"-ნათქვამია "საქპატენტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. Tsikolia Watches, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.
 
 
Businesspartner