ბიზნესი
20/07/2020

აჭარა ჯგუფი ბიზნესის დივერსიფიკაციას გეგმავს

"აჭარა ჯგუფი" ბიზნესი დივერსიფიკაციაზე ფიქრობს.

როგორც ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, ჯგუფს პანდემიამ დაანახა, რომ კონკრეტულ მიმართულებაზე მთელი ბიზნესის აწყობა რთულია.

"შესაძლოა, მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი და გაუთვლელი ფაქტები, როგორიც მაგალითად, პანდემიაა და ამან შესაძლოა ბიზნესი სრულად "გათიშოს". აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ ბიზნესის დივერსიფიკაცია და დიდიინვესტიციები განვახორციელოთ სოფლის მეურნეობაში, რომელიც მოთხოვნადი მიმართულებაა", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ინვესტიციები არ გაჩერდება.

Businesspartner