ბიზნესი
31/07/2020

აჭარა ჯგუფის აკადემიის კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

აჭარა ჯგუფის აკადემიის კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან კულინარიის ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი.

ჯგუფის ცნობით, პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას ინტენსიური დატვირთვით.

თეორიულ ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, მათ გაიარეს პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება თბილისსა და რეგიონებში, აჭარა ჯგუფის ობიექტებზე საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ რეალურ სამზარეულოებში. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები განთავსდებიან სასტუმროებში Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

აჭარა ჯგუფი აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2019 წელს დააარსა აკადემია, რომელიც ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას უძღვება — სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.

Businesspartner