ბიზნესი
06/10/2020

"აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა განაახლა - 2 კვირაში კომპანიამ 0,5 მლნ იზარალა

14 დღიანი პაუზის შემდეგ „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმომ მუშაობა განაახლა.

საწარმოს ფინანსური დირექტორის გია ლომინაძის თქმით, მუშაობა განახლდა, თუმცა შეზღუდული რაოდენობის თანამშრომლებით.

„ამ მომენტშიც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუ როგორ და რა წესებისა და რეგულაციების დაცვით გავაგრძელებთ მუშაობას", - განმარტავს გია ლომინაძე "ბიზნესპარტნიორთან".

მისივე თქმით, ჯერ ცნობილი არ არის საწარმოს გაჩერების გამო რომელი შეკვეთები გაუქმდა და რომელი არა, თუმცა ვცდილობთ ავანაზღაუროთ გაცდენილი დღეები. 

"რა თქმა უნდა, ამ მოვლენებმა ფინანსურ თვალსაზრისით დიდი გავლენა მოახდინა, 2 კვირაში დაახლოებით 0.5 მილიონის ზარალი გვაქვს. საწარმოში მუშაობას მხოლოდ ის თანამშრომლები გააგრძელებენ, რომლებსაც განმეორებითი ტესტირების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ,“– აღნიშნავს გია ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ქობულეთის საწარმო თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო 26 სექტემბერს დაკეტა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები