ბიზნესი
24/09/2020

აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აჭარაში მთავრობა შეზღუდვებს აწესებს.

ხვალიდან იზღუდება რესტორნების მუშაობა. უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ.

იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

ნათია მეზვირშვილის თქმით, შეზღუდვები ეპიდვითარების დასტაბილურებამდე დარჩება ძალაში.

 

Businesspartner