ბიზნესი
20/03/2020

ACT კვლევა: ქართული ბიზნესი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს

COVID 19-ის პანდემიის ფონზე ქართული ბიზნესი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს, – ასეთია კვლევითი კომპანია ეი-სი-თის  მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.

კომპანიამ 12-13 მარტს 124 ქართული კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელი გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების 51%  აცხადებს,  რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა, ამასთან ორგანიზაციების მხოლოდ მესამედმა დაიწყო მუშაობა ხარჯების ნაწილობრივ თუ მკეთრ შემცირებაზე. ყოველდღიური ბიზნეს პროცესების შეფერხების და ფინანსური შედეგის გაუარესების მიუხედავად, კომპანიებში შფოთვის დონე საშუალოზე დაბალია და 10 ქულიან შკალაზე საშუალოდ – 4,47 ქულით ფასდება.

როგორც კვლევიდან ირკვევა ორგანიზაციების 73% მიმართავს ვირუსის გავრცელების რაიმე სახის პრევენციულ ზომებს. ყველაზე ხშირად ეს არის სადეზინფექციო და ჰიგიენური სახის ზომები.

Businesspartner