ბიზნესი
04/01/2021

ადგილობრივი მომწოდებლების და უცხოელი პარტნიორების შენარჩუნება - “კულას“ 2021 წლის გეგმები

საკონსერვო წარმოება „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წლის მოლოდინებზე საუბრობს  და აცხადებს, რომ რთული პანდემიური წლის გათვალისწინებით, მიმდინარე წელი  ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება.

მისი ინფორმაციით, კომპანია „კულა“ თებერვალში გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა 2020 წელს დაგეგმილი წარმოების ხაზის გაფართოება.

გოგლიძის განმარტებით, კომპანიის გეგმაა შეინარჩუნოს როგორც ადგილობრივი მომწოდებლები, ისე უცხოელი პარტნიორები.

„თუ სიტუაცია გამოსწორდა, მარტ-აპრილის შემდეგ ვიფიქრებთ წარმოების გაფართოებაზე. ამ ეტაპზე არც პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაა დაგეგმილი და არც წარმადობის,“ - აცხადებს გოგლიძე.

„კულა“ ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.

კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. 

Businesspartner