ბიზნესი
22/09/2020

Adjarabet-ის მფლობელის შემოსავლები და მოგება 2016 წლიდან გაორმაგებულია

adjarabet-ის მფლობელის შემოსავლები და მოგება 2016 წლიდან გაორმაგებულია, - ფლობელმა კომპანია „ავიატორმა“ 2019 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა:

 

 

2016

2017

2018

2019

შემოსავალი

97,331

131,988

175,994

220,619

წმინდა მოგება

38,595

52,854

80,505

76,434

კომპანიის შემოსავლები 2019 წელს წლიურ ჭრილში 25%-ით იყო გაზრდილი, თუმცა კლებაა ზრდის ტემპში, რამდენადაც 2018 წელს 33%-იანი, 2017 წელს კი, 36%-იანი ზრდა იყო.

წმინდა მოგების მარჟა 2019 წელს 35%-ს შეადგენდა.

კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ონლაინ თამაშები, რომლებიც შემოსავლის 98%-ს წარმოადგენს არის კაზინო და peer-to-peer თამაშები, მათ შორის ონლაინ პოკერი.

კომპანია ასევე ოპერირებას უწევს სამორინეს სტეფანწმინდაში, რომლის წილი შემოსავლების სტრუქტურაში 2%-ია.

2020 წლის იანვარში კომპანიამ 55 მლნ ლარის დივიდენდები გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს „ავიატორ“-ის და  „კოსმოსის” შერწყმის პროცესი, რომელიც დაიწყო 2020 წლის დასაწყისში. პროცესი სავარაუდოდ დასრულდება 2020 წლის განმავლობაში. შერწყმის შედეგად, მშობელი კომპანიის სხვა შვილობილი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა გაგრძელდება, შპს „ავიატორის“ ნაწილის სახით, რომელიც მოქმედ იურიდიულ პირს წარმოადგენს.

 

Businesspartner