ბიზნესი
05/01/2021

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის Terminal-ი საუკეთესო ქოვორქინგ სივრცედ დასახელდა

საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ი Eurasian Startup Awards-ის ფინალისტებს შორის მოხვდა.

როგორც Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, EuroAsian Startup Awards-ი მსოფლიოში სტრატაპების ეკოსისტემის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის Global Startup Awards-ის რეგიონული კონკურსია, რომელმაც 2020 წელში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ქოვორქინგის ნომინაციაში 4 ფილალისტი გამოავლინა. საქართველოდან მონაწილეობისთვის კი Terminal–ი შეარჩია.

გამარჯვებული  ოთხ ქვეყანას შორის 5 თებერვალს გამოვლინდება:

  • საქართველო - Terminal
  • რუსეთი - Tceh
  • მოლდოვა - Generator Hub
  • უკრაინა - Creative Quarter

საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგილონალურ დაჯილდოებაში 9 ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

ფინალისტებს შორის მოხვედრა მოულოდნელი იყო Terminal-ის მენეჯმენტისთვის.

,,Global Startup Awards-ი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მიუკერძოებელი კონკურსია, რომელიც მსოფლიოს სტარტაპ კომპანიებისთვის წლის მთავარი ღონისძიებაა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ფინალისტობა მოულოდნელი იყო, რადგან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დაჯილდოებში კონკურენციას ძალიან დიდი ქვეყნები გვიწევდნენ, მათ შორის რუსეთი, თურქეთი და უკრაინა, სადაც ქოვორქინგის ინდუსტრია ბევრად დიდი ხანია განვითარდა, ვიდრე საქართველოში, თუმცა საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, Terminal-ი ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის“, - აცხადებს Terminal- ის დირექტორი ჯინო დოლინი.

,,Terminal-მა დაიმსახურა ფინალისტებს შორის ყოფნა, მართალია, კონკურენციას საკმაოდ დიდი ქვეყნები გვიწევენ, რომლებსაც საქართველოზე მეტი გამოცდილება აქვთ ქოვორგინგის სფეროში, თუმცა Terminal-მა მცირე დროში მოახერხა გამხდარიყო ყველაზე დიდი ქოვორქინგი რეგიონში, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს მსოფლიოს ათეულში მყოფ საერთაშორისო ბრენდებს. გამარჯვების იმედი გვაქვს.  ეს არ იქნება მხოლოდ Terminal-ის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება რეგიონში“, - აცხადებს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ ჯინჭარაძე. 

გამარჯვებული ქვეყანა 5 თებერვალს გამოვლინდება. გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიური ითვალისწინებს კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობას. ნებისმიერ ადამიანს  ხმის მიცემა შეუძლია ბმულზე: https://meout.org/easa/

Terminal-ი  პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც საქართველოში ქოვორქინგის ინდუსტრია შემოიტანა.ამ სფეროში Terminal-ი  ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი აღმოჩნდა, რომელმაც 5 წელიწადში თბილისში  5 ფილიალი გახსნა და დღეს ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა.

Terminal-ი მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვდრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც სთავაზობს.

Businesspartner