ბიზნესი
17/06/2020

Air Astana საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების განახლებას 1-ელი ივლისიდან ვარაუდობს

1-ელი ივლისიდან Air Astana საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების განახლებას ვარაუდობს. ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს 20 ივნისიდან ეტაპობრივად აღადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, ფრენები საქართველოსა და სამხრეთ კორეის მიმართულებით 1-ლი ივლისიდან განაახლებს.

უფრო კონკრეტულად კი ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე Air Astana რეგულარული ფრენების განახლებას 1-ელი ივლისიდან, ხოლო ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე კი 3 ივლისიდან გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ალმათი-ბათუმი-ალმათი Air Astana-თვის ახალი მიმართულებაა.

Businesspartner