ბიზნესი
16/11/2022

"აკეარ ჯორჯია" თვითმფინავების ტექნიკური მომსახურების დაწყებას გეგმავს

შიდა ავიარეისებზე მომუშავე „აკეარ ჯორჯია“ თვითმფინავების ტექნიკური მომსახურების საწარმოს განვითარებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „აკეარ ჯორჯიას“ ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განუცხადა, საკითხი კომპანიაში ბოლო წლებია დგას და დაგეგმილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სამუშაო ანგარების დამატება და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების შეძენა.

„უფრო ადრე უნდა დაგვეწყო, თუმცა, პანდემიამ ხელი შეგვიშალა. დაახლოებით 4 წლით გადაიწია დროში ამ საკითხმა. ტექნიკური მომსახურების საწარმო მოიცავს ბევრ ისეთ ტექნიკურ საშუალებებს, რომელთა შეძენა საკმაოდ ფინანსურად ტევადია, ამისთვის კომპანია უნდა მოემზადოს ან პარტნიორთა კაპიტალის ხანრჯზე ან კომპანიის საქმიანობიდან დაგროვებული შემოსავლები,“ - აცხადებს ირინა მღებრიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“.

ამ დროისთვის „აკეარ ჯორჯია“ უკვე ფლობს ტექნიკური მომსახურების საწარმოს, რომლითაც ის საკუთარ საჰაერო ხომალდებს ემსახურება. საწარმოს გავლილი აქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სერტიფიცირების პროცესი, ფლობს PART145 ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატსაც.

კომპანია ორი ტიპის ხომალდით L410-ით და ემბრაერით ოპრირებს. L410-ს სრულ ტექნიკურ მომსახურებას თავისივე საწარმოთი უწევს, ხოლო რაც შეეხება ემბაერს, ამ ხომალდს არსებული ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით ტექნიკური მომსახურებას დაახლოებით 60%-ს უწევს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმისთვის, რომ სხვა ავიაკომპანიების მომსახურებაც შეძლონ, დმატებითი ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო. სავარაუდო ინვესტიციის მოცულობა 500 ათასიდან ერთ მილიონ დოლარამდეა.

Businesspartner