ბიზნესი
23/09/2022

ახალი ვალდებულება ბიზნესს - სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება მოითხოვება

უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია - ამას ითვალისიწინებს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი. ახალი რეგულაციების მიხედვით, ოფისებში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საფრთხის მანიშნებელი - ამკრძალავი, გამაფრთხილებელი და საინფორმაციო ნიშნები.

ამასთან, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს დასაქმებულთა და მათი წარმომადგენლების ინფორმირება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით.

რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ის 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

Businesspartner