ბიზნესი
31/07/2020

“ალალი“ ადგილობრივი ფერმერებისგან 500 ტონა ხილს ჩაიბარებს

კომპანია „აჩინებული“, რომელიც ბაზარზე “ალალის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, ადგილობრივი ფერმერებისგან 500 ტონა ხილს ჩაიბარებს.

კომპანიის მიზანია, სოფლად მცხოვრები ადამიანების დახმარება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა. სწორედ ამიტომ, „ალალის“ წვენისთვის ნედლეულს მცირე ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე აწარმოებენ.

„ალალის“ მთავარი ნიშა ნატურალური წვენის დამზადებაა, რომელიც ხელოვნური სტაბილიზატორების, ალერგენებისა და კონსერვანტების დამატებას გამორიცხავს.

„ნედლეული ბაღიდან – ჩამოსხმამდე გადის ანალიზს.  რაც მთავარია, არ შეიცავს წყალს და შაქარს. სწორედ ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან, რომ ჩვენი პროდუქტი 100% –ით ქართული და ნატურალურია,“ – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ საწარმოს ტექნოლოგმა ქეთი ჩხეიძემ.

ამ ეტაპზე, კომპანია „აჩინებული“ საქართველოში და საზღვრებს გარეთ 5 სახეობის ნატურალური წვენითაა წარმოდგენილი. თუმცა, მათი სამომავლო გეგმები ამბიციური და მასშტაბურია, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე თავის დამკვიდრებას მოიაზრებს. კომპანია წარმადობის გაზრდას და ახალი ხაზების დამატებას გეგმავს, რაც გულისხმობს ბროწეულის, ციტრუსისა და პომიდვრის გადასამუშავებელი ხაზის შექმნას.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 4.2 მილიონია. თანხის დიდი ნაწილი მეწარმემ სახელმწიფო გრანტით და თანადაფინანსებით მიიღო.

ახლო მომავალში, კომპანია სამაცივრე მეურნეობებისა და ახალი ხაზების დამატებისთვის 0.5 მლნ ლარის მობილიზებას აპირებს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „აჩინებული“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა. საწარმო თელავში მდებარეობს და 25– მდე ადამიანს ასაქამებს.

 

 

 

Businesspartner