ბიზნესი
28/07/2020

ალექსანდრე ძნელაძე: COVID-ის პირობებში სესხების მსგავსი გადავადება არცერთ ქვეყანაში მომხდარა

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ საბანკო სექტორში დღეს ძლიერი კონკურენტული გარემოა. ძნელაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიონის ოთხეულში” განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში სესხების მსგავსი გადავადება არცერთ ქვეყანაში მომხდარა.

“დღეს საქართველოში საბანკო სექტორში საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა. 15 ბანკით ვართ წარმოდგენილი და ყველა სეგმენტში მინიმუმ 7-8 ბანკი მოიძებნება, რომელიც ერთი და იგივე კლიენტს სხვადასხვა წარმატებით უყურებს. გვყავს ორი ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. პანდემიას საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული შეხვდა. მომხმარებლებს ქართულმა ბანკებმა შესთავაზეს სესხების ისეთი გადავადება, რომელიც არც ერთ ქვეყანას შეუთავაზებია - კაპიტალიზაციის გარეშე პირდაპირ გადაუნაწილეს კოლიენტებს არსებული პროცენტი”,- აღნიშნა ძნელაძემ.

 

Businesspartner