ბიზნესი
13/11/2020

ალექსანდრე რატიშვილი: ბიზნესის ყველა რესურსი ამოწურულია

საშემოსავლო გადასახადებისა და საბანკო სესხების 6 თვით გადავადება, საბაჟოზე დღგ-ს გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების აღდგენა - ეს იმ ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალია, რაც გადასახადის გადამხდელთა კავშირს მთავრობის მიმართ აქვთ.

ალექსანდრე რატიშვილის განმარტებით, დღეს ბიზნესი ბევრად უფრო რთულ ფინანსურ ვითარებაშია, ვიდრე პანდემიის დაწყების პერიოდში იყო.

„როდესაც პანდემია დაიწყო, მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ გაგვაჩნდა ჩვენი რეზერვები და თითქოს ჩანდა, რომ კრიზს გადავიტანდით, მაგრამ გავიდა ექვსი თვე და სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა. დღეს ჩვენი რეზერვები ამოწურულია, ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. არსებული სიტუაცია ნამდვილად მოითხოვს ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტ დახმარებას. ეს აუცილებელი გახდა კრიზისის გამო, ჩვენი შემცირებული აქტივობის, შემცირებული შემოსავლებისა და რეზერვების გახარჯვის გამო.“-განმარტა ალექსანდრე რატიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ფაზის დაწყება დაანონსა.

Businesspartner