ბიზნესი
30/07/2020

ანაკლიის კონსორციუმი VS საქართველო - როდის დაიწყებს საარბიტრაჟო სასამართლო დავის განხილვას

ანაკლიის კონსორციუმის მიერ საქართველოს წინააღმდეგ არსებული საარბიტრაჟო სარჩელების განხილვა დაახლოებით 1 წელიწადში დაიწყება. სავარაუდოდ, საბოლოო პასუხი ცნობილი 2-დან 4 წელში გახდება.

„საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყება, რაც მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. ამის შემდეგ და მას შემდეგ რაც შეირჩევიან არბიტრები დაიწყება საქმის წარმოება. რთული სათქმელია ვადები. მხარეების სიწრაფეზეა დამოკიდებული. დაახლოებით შეიძლება 1 წელში დაიწყოს“,- განმარტა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინტერესების დამცველმა, ქეთი ქვარცახვამ.

 

Businesspartner