ბიზნესი
09/06/2021

“ანტრე“ რამდენიმე კვირაში ლონდონში ფილიალს გახსნის

რესტორანი „ანტრე“ რამდენიმე კვირაში ლონდონში ფილიალს გახსნის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს, „ანტრე“ ნოთინგ ჰილ გეითის #138 ში ამოქმედდება.

დამატებითი დეტალები  უახლოს პერიოდში გახდება ცნობილი.  

მნიშვნელოვანია, რომ ფილიალის გახსნა ამ მისამართზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო დაანონსებული თუმცა ეს პროცესი გარკვეული ვადით შეფერხებული იყო.

შეგახსენებთ, „ანტრე“ საქართველოს ბაზარზე 14 ფილიალითაა წარმოდგენილი, კომპანია ბაქოში 5 რესტორანს ფლობს.

 

Businesspartner