ბიზნესი
22/02/2023

აპექს დეველოპმენტი: შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესებულია

„შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დასაქმებულებისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რასაც მიჩვევა სჭირდება და ერთი და ორი წელი ამისთვის საკმარისი არ არის.“- ამის შესახებ „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ნიკოლოზ ფორჩხიძის განმარტებით, შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესებულია.

„ჩვენი კომპანია ბაზარზე უკვე ათ წელზე მეტია არსებობს და მისასალმებელია, ის რომ შრომის უსაფრთხოების დაცვას მეტი ყურადღება ექცევა. ისეთი მაღალი პროგრესია ამ მიმართულებით, რომ ფატალური შემთხვევების რაოდენობა არის განახევრებული. თუმცა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით, დასაქმებულების მხრიდანაც გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით.

ეს გამოწვეულია იმით რომ შრომის უსაფრთხოების კულტურა ახალი დანერგლილია ქვეყანაში და გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა დასაქმებულებისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რასაც მიჩვევა სჭირდება,“-აღნიშნა „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორმა.

ცნობისთვის, 2018-დან 2022 წლამდე პერიოდში, სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების რიცხვი 41%-ით შემცირდა.

Businesspartner