ბიზნესი
08/04/2021

ასოციაცია: ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბაზარზე ელკომერციის წილი მაინც იზრდება

ელექტრონული კომერციის ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, ელკომერციის წილი მაინც იზრდება.

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მზარდი ტენდენცია ბუნებრივია, რადგან სტატისტიკურად მსოფლიოში რითეილ სექტორში ონლაინ შესყიდვების წილი საშუალოდ 20%-ს შეადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელი თუ იყო 1-დან 2%-მდე, პანდემიის პერიოდში მონაცემები გაიზარდა და ზრდას კიდევ აგრძელებს.

„რაც უფრო გაძლიერდება ეკონომიკური სიტუაცია და გაუმჯობესდება მსყიდველუნარიანობა, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ელექტრონულ კომერციაზე. პანდემიის დასაწყისში დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა ონლაინ ვაჭრობა და გზავნილების რაოდენობა. იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვები შემსუბუქდა და ქართველ მომხმარებლებს ადგილობრივად შეუძლიათ შოპინგი, ონლაინ ვაჭრობის ტენდენცია მაინც მზარდია.

ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, უამრავი ბრენდი შემოვიდა ელკომერციის ბაზარზე, ასევე უკვე არსებული ბრენდებიც განვითარდნენ ამ მხრივ, შექმნეს ონლაინ პლატფორმები და მომხმარებელს გაუადვილეს სახლიდან საჭირო ნივთების შეძენა. იქედან გამომდინარე, რომ სიტუაცია არასტაბილურია და კიდევ როდის იქნება ლოქდაუნი არავინ იცის, ეს კომპანიების მხრიდან თავის დაზვევის საშუალებაცაა. გარდა ამისა, შეიცვალა მომხმარებლების კულტურა, კვების დელივერ სერვისზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, Glovo-სა და Wolt–ის გარდა ბაზარზე პატარა კომპანიებიც გამოჩნდნენ,“ – აღნიშნავს, თამარ გოგოლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ლარის დრამატული გაუფასურების და გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს.

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა დიდი ხანია ამას სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს.  

„აღსანიშნავია, რომ ლარის კურსი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარსედა, მაგრამ ონლაინ ვაჭრობის განბაჟების ზღვარი არ შეცვლილა. ისედაც გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას, ემატება ისიც, რომ გამოწერაც გაძვირდა.“–ამბობს გოგოლაშვილი.

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021