ბიზნესი
13/07/2021

Autotest-მა EBRD-ის და EU-ს მხარდაჭერით რებრენდინგი დაასრულა - კომპანია ონლაინ სერვისს ავითარებს

ავტომობილების ინსპექტირების ქართული კომპანია Autotest-ი რებრენდინგის შემდეგ, უფრო მეტი მძღოლის დასახმარებლად, ონლაინ რეჟიმში გადადის. 

საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და სუფთა ტრანსპორტის გასამყარებლად, კომპანიამ რებრენდინგის შედეგად გააძლიერა სოციალური მედიის წარმომადგენლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.

როგორც EBRD -ი წერს, Autotest-ის ახალი ბრენდის იდენტურობა მრავალსაათიანი დისკუსიისა და დებატების პროდუქტია ადგილობრივი ბრენდის სააგენტოს Live Branding-თან. კომპანიის ახალ ფერებსა და ლოგოსთან ერთად, მისი განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს იმოქმედონ დისტანციურად და მიიღონ სასურველი სერვისი.

Autotest–ის დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ ბრენდინგის ახალმა და სოცმედიის მარკეტინგის სტრატეგიამ გაყიდვები უკვე გაზარდა.

"Covid-19 პანდემიამ ჩვენს კომპანიაზეც იქონია გავლენა. თუმცა, 2021 წლის პირველ ნახევარში გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. ახალმა რეფორმამ კი თითქმის ყველა ოჯახზე იმოქმედა, რადგან ქვეყანაში დაახლოებით 1,3 მლნ მანქანაა რეგისტრირებული. არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა: რეგისტრირებული მანქანების დაახლოებით 85% 10 წელზე მეტის არის და, შესაბამისად, უფრო მავნეა, ვიდრე ახალი მანქანები.

გრძელი გზა გველოდება, მაგრამ პერიოდული შემოწმების აღდგენა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი საქმიანობა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას ასეთი შემოწმების მნიშვნელობის შესახებ, რომ მომავალში ავტომობილების მფლობელებმა ნებაყოფლობით გაიარონ შემოწმება,”– აღნიშნავს, იორდანიშვილი.

EBRD-მა ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business ინიციატივით, დააკავშირა კომპანია წამყვან ადგილობრივ ბრენდერულ სააგენტოსთან კომპანიის ბრენდის იმიჯის განახლებისა და ბიზნეს რჩევების შეთავაზების მიზნით.

Autotest- ის დევიზია – ზიანი არ მიაყენოთ!

"ზიანი არ მიაყენოთ საზოგადოებას, თქვენს ოჯახს, არც საქართველოში მყოფ ვიზიტორებს და არც გარემოს. ავტომობილის შემოწმება უპირველესია, რადგან ის გვიჩვენებს, უსაფრთხოა თუ არა მანქანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება საგზაო შემთხვევების შედეგად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ემისიის დონის მონიტორინგი, ჰაერის დაბინძურება მწვავე პრობლემაა ჩვენს ქვეყანაშიმ,” – Autotest– ის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, ავტომობილების შემოწმების ქართული კომპანია Autotest-ი საქართველოში ორ ათწლეულზე მეტია რაც ფუნქციონირებს. კომპანიის მისიაა შეამციროს ავტოსაგზაო შემთხვევები და შეამციროს ავტომობილებით გამოწვეული დაბინძურება - რაც ქვეყნის ორი აქტუალური საკითხი.

ამასთან, ქვეყნის ახალი სატრანსპორტო რეფორმის მიხედვით 2018 წლიდან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა.

როგორც EBRD "საქსტატზე" დაყრდნობით წერს, საქართველოში 2020 წელს 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 450 ადამიანი და დაშავდა 6 640 ადამიანი. ამავდროულად, IQAir–ის 2020 წლის რეიტინგში, საქართველო 37-ე ადგილზეა ჰაერით დაბინძურებული მსოფლიოს 106 ქვეყანას შორის, ეს ორჯერ მეტჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეკომენდაცია მისცა ატმოსფეროში წვრილ ნაწილაკებს.

შეგახსენებთ, რომ EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. დღეისათვის ბანკმა 4 მლრდ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 79% კერძო სექტორში.

ბოლო 200 წლის განმავლობაში 200 – ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EBRD– ის საკონსულტაციო მომსახურებით.

 

 

Businesspartner