ბიზნესი
22/06/2020

აუზები და ფიტნეს დარბაზები გახსნის მოლოდინში

აუზები და ფიტნეს დარბაზები გახსნის მოლოდინშია. რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს 30-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელმა ბიზნესომბუდსმენთან და შრომის მთავარ ინსპექტორთან განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება.

„გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც არის აუცილებელი წინაპირობა აღნიშნული სექტორის გასახსნელად. მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი.

Businesspartner