ბიზნესი
25/06/2020

ავსტრიული OMV საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებს

ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოში ნავთობისა და გაზის მოძიება-მოპოვებას იწყებს.

კომპანიასთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

ავსრტიულმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის უფლება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

ნათი თურნავა ავსტრიული კომპანიის საქართველოთი დაინტერესებას ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს უკავშირებს. მისი თქმით, ბიზნეს გარემო მიმზიდველი და გამჭვირვალეა და ამიტომაც გასაგებია მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტების ინტერესი.

2020 წლის 22 ივნისს ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად  შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი ჩაატარა. II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A  გამოცხადდა. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სეისმოსაძიებო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ბურღვით სამუშაოებს დაიწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავსტრიულ კომპანიას უკავშირდება რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომლის ღირებულებაც 1,5 მლრდ დოლარია.

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის  ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.

2019 წლის Forbes -ს მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, მე 10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

Businesspartner