ბიზნესი
14/06/2022

ავტომობილების გაქირავების კომპანია "ბასა" - გაყიდვების 80%-ი უცხოელ ტურისტებზე მოდის

საქართველოში ავტომობილების გაქირავების სერვისი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

კომპანია „ბასას“ დამფუძნებელი ავთანდილ ბალუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გაყიდვების 80% უცხოელ ტურისტებზე მოდის. მისი განმარტებით, კომპანია მომხმარებელს თითქმის ყველა ტიპის ავტომობილის გაქირავების სერვისს სთავაზობს, მათ შორისაა, ბიზნეს და ეკონომ კლასი, ასევე მინი ჯიპები. კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი ამ დროისთვის 20-მდე ავტომობილს მოიცავს.

„პანდემიამდე გაყიდვები ზრდადი იყო, თუმცა რამდენჯერმე გამოცხადებულმა „ლოქდაუნმა“ გაყიდვები მინიმუმამდე დაიყვანა. გასულ წელს მდგომარეობა დადებითისკენ  შეიცვალა. წელს კი ჩვენს სერვისზე მოთხოვნის ზრდას ველით,“ - აცხადებს ბალუაშვილი.  

მისივე განცხადებით, ივლის-აგვისტოსთვის კომპანიას ჯავშნები უკვე მიღებული აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან, ინტერესი დიდია ისრაელიდან. 

„ბასას“ დამფუძნებელი სატარიფო პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიაში მანქანის 1 დღით ქირაობის ფასი 80 ლარიდან 1000 ლარამდეა (გააჩნია მანქანის მოდელს და კლასს).

ბალუაშვილის განმარტებით, ბაზარზე აისახა რუსეთ-უკრაინის ომიც, გასული წლის ზაფხულში ბევრად მეტი ტურისტი იყო, ვიდრე წელს არის.

"ბასა" 2015 წლის დასაწყისიდან ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. 

 

Businesspartner