ბიზნესი
14/01/2021

"ბაღები მხოლოდ Covid გადატანილებისთვის“ - UG ბაღის შეთავაზება მთავრობას

UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა მთავრობას რეკომენდაციას აძლევს და აცხადებს, რომ თუ ეკონომიკის მინისტრის დაპირება არ შესრულდა და თებერვალში კერძო ბაღებმა მუშაობა ვერ განაახლეს, შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე ვერსიის დამუშავება.

მათ შორის, გაიხსნას კერძო ბაღების ნაწილი, ანუ  მუშაობის ნებართვა კოვიდ გადატანილი მასწავლებებისთვის. ასეთ სიტუაციაში კი ბაღში სიარული მხოლოდ კოვიდ გადატანილ ბავშვებს შეეძლებათ.

მაზმანოვას განცხადებით, კერძო ბაღების სეგმენტი ძალიან დაზარალდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბაღები არ ვმუშაობს მაინც იხდის ქონების გადასახადს, არ არის შეღავათი სესხებზე.  

„ბაღი თითქმის ერთი წელია დახურული და შემოსავლის გარეშეა.  გასული წლის აპრილ-მაისში მოვახერხეთ ხელფასების გაცემა, მერე კი თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გავუშვით. ახლა გვიწევს 15 000 ლარის ქონების გადასახადის გადახდა და როგორ შევძლებთ არ ვიცი,“ - აცხადებს მაზმანოვა.

გამომდინარე აქედან, თუ კერძო ბაღები, დაპირებისამებრ თებერვალში არ გაიხსნა, ან რაიმე პრინციპით არ მოხდა მათთვის მუშაობის უფლების მიცემა, გაკოტრების წინაშე დადგებიან.

 

 

Businesspartner