ბიზნესი
26/07/2021

ბათუმის პორტიდან სამხრეთ ამერიკაში სასუქი გაიგზავნა

ბათუმიდან სამხრეთ ამერიკაში სასუქი გაიგზავნა.

ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალიდან გემ Arborella-ზე 44 000 ტონა კარბამიდის სასუქი დაიტვირთა. ეს ყველაზე დიდი გემია რეგიონის მაშტაბით, რომელიც აქამდე მინერალური სასუქებით დატვირთულა.

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი 11  ივნისს გაიხსნა. ტერმინალი აზიიდან მიღებულ პროდუქციას დასავლთის ბაზრებს  დააკავშირებს.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Express-ის პარტნიორობით აშენდა. პროექტში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.  

 

 

Businesspartner