ბიზნესი
10/09/2021

Beauty Studio: ხალხმა პანდემიასთან ერთად ცხოვრება ისწავლა

სილამაზის სალონი Beauty Studio–ს დამფუძნებელი ნინო პავლიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ ხალხმა პანდემიმასთან ცხოვრება ისწავლა, შესაბამისად, სალონის  მუშაობა დამაკმაყოფილებელია.

მისი ინფორმაციით, სალონურ პროცედურებზე მოთხოვნა, შესაბამისად, შემოსავალიც, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, ისე არა, რომ მუშაობა არ ღირდეს.

„ვარცხნილობაზე მოთხოვნა მინიმალურია, ეს სალონისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო იყო. პანდემიიდან და დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელი მაინც თავს იკავებს სალონებში სიარულისგან, ურჩევნიათ, რაც საჩქარო არ არის, უარი თქვან,“-აცხადებს პავლიაშვილი.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ყველაფერი გაძვირდა, კომპანია ფასებს ინარჩუნებს.  

Businesspartner