ბიზნესი
19/03/2020

ბექაური კომუნიკაციების კომპანიებს მომხმარებლებისთვის შეღავათების შეთავაზებას ურჩევს

კომუნიკაციების სფეროს მთავარი მარეგულირებელი კომუნიკაციების კომპანიებს მომხმარებლებისთვის შეღავათების შეთავაზებას ურჩევს.
 
კახა ბექაური განმარტავს, რომ მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს.
 
“იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმარო. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, განვსაზღვროთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ კახა ბექაურმა.
 
კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები