ბიზნესი
14/10/2021

Beko: ტექნიკის ბაზარზე მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი გეგმავს შემოსვლას

საქართველოს ბაზრით საყოფაცხოვრებო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდი ინტერესდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Beko–ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა, საერთაშორისო კომპანიას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში თავისი ფილიალები გახსნას.

დამატებით დეტალებზე Beko–ს გენერალური  დირექტორი არ საუბრობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ფაქტი მისასალმებელია, რადგან ეს ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის.

მისი ინფორმაციით, მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოში ტექნიკის ბაზარი წლიურად 5-10%-ით იზრდება. 2022 წელს კი თუ ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნა, ბაზარის 15-20%-ით გაიზრდება.

კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა, კომპანიის შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებლებს დაახლოებით  24%-ით გადააჭარბა. 

Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 73 ფილიალს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დიმინო“, „გორგია“და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

 

 

Businesspartner