ბიზნესი
17/10/2021

Beko წლის ბოლომდე ქსელის გაფართოებაში ₾0.5 მლნ-ს ჩადებს

კომპანია Beko წლის ბოლომდე საქართველოში 3 ახალ მაღაზიას გახსნის, საინვესტიციო ღირებულება 500 000 ლარია.

როგორც  „ბიზნესპარტნიორთან“ Beko–ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განაცხადა, ტექნიკაზე მოთხოვნა მზარდია, ახალი ფილიალების გახსნა კი  კიდევ უფრო გაზრდის გაყიდვებს.

ოქტომბრის ბოლომდე Beko  თბილისსში 2  მაღაზიას გახსნის - პირველი, „მიჰაუსის“ სავაჭრო ცენტრში  და სავაჭრო ცენტრ „გორგიაში“.  დაგეგმილია ფილიალის გახსნა ბორჯომშიც.

კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა, კომპანიის შემოსავლებმა კი  2019 წლის მაჩვენებლებს დაახლოებით  25%-ით გადააჭარბა. 

Beko საქართველოში 73 ფილიალს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დომინო“, „გორგია“ და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

 

Businesspartner