ბიზნესი
08/06/2022

"ბილიკის" ციფრულ პლატფორმაზე 100-ზე მეტი ტურისტული ტურია დამატებული

კომპანია "ბილიკის" ტურისტული მარშრუტების ციფრულ ვერსიაში ამ ეტაპზე 100-ზე მეტი  ტური, მარშრუტია დამატებული. კომპანიის თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა  იმედოვნებს, რომ ეს რაოდენობა სამომავლოდ კიდევ  უფრო გაიზრდება.

როგორც ცნობილია, “ბილიკის“ ციფრულ პლატფორმაზე  ფიზიკური და იურიდიული პირები, ტურისტული კომპანიები  ამატებენ ტურებს   სრულიად უფასოდ და დამატებით შემოსავალს იღებენ.  

კითხვაზე, რამდენად  რატომ არ არის აპლიკაციით უფრო მეტად დაინტერესება, ცირამუა აღნიშნავს, რომ საკითხი კომპლექსურია. 

„პირველ რიგში ამ მიმართულებით მარკეტინგული კამპანიაა საჭირო, რასაც სამომავლოდ აუცილებლად განვახორციელებთ. მეორე - ადამიანებს ჰგონიათ, რომ Google Map-ზე უმოკლეს დროში დაგეგმავენ სალაშქრო ტურს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია.

„ბილიკი“ კი სთავაზობს მოგზაურს ყველაფერი ერთ სივრცეში ჰქონდეს, ამავდროულად ერთ სივრცეში მოაქციოს ღირშესანიშანობები, ტური დაამატოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს,“ - აცხადებს ცირამუა "ბიზნესპარტნიორთან".

შეგახსენებთ, აპლიკაცია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე 2020 წლის თებერვლიდან ოპერირებს. ამ დროისთვის „ბილიკს“ ტურისტული მარშრუტის გარდა,  1100-მდე რეგისტრირებული  კომპანია ჰყავს. მათ შორისაა სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მარნები და ა.შ.

Businesspartner