ბიზნესი
16/09/2021

ბინადარი: 2019 წელთან შედარებით გაყიდვები განახევრებულია

დეველოპერული კომპანია “ბინადარის“ დამფუძნებელი გოგა ტალახაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  კომპანიის გაყიდვები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრებულია.

მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, თუმცა, აქედან მთავარი  პანდემიაა, შემდეგ მოდის პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის, მოახლოებული არჩევნები.

ტალახაძე იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება არჩევნები და ვაქცინაცია შედეგს გამოიღებს, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით,2021 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,978 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა 2019 წლის ივლისთან შედარებით.

 

Businesspartner