ბიზნესი
07/06/2021

"ბიოლმა" სენაკში ახალი ობიექტის გახსნა გადადო

სამედიცინო ველნეს კურორტმა „ბიოლი“ რეგიონებში გაფართოება მინიმუმ 2-3 წლით გადადო.

ველნეს კურორტის მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო. მისი ინფორმაციით, „ბიოლი“  გაფართოებას სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორიაზე გეგმავდა.

„ეს იქნება სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლის“ ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება ვერტმფრენით გადაფრენა. საბჭოთა პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე სანატორიუმი იყო, ტერიტორია არსებული გოგირდოვანი წყლის ორი გეიზერით უკვე კომპანიის საკუთრებაშია,” - აცხადებს მჭედლიძე.

შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური  უზრუნველყოფს.

კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო  კურორტის  პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.

თამაზ მჭედლიძეს საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები