ბიზნესი
29/07/2020

ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუმჯობესებულია

ბიზნესის მოლოდინები ოპტიმისტურია. ISET-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) III კვარტალში 17,3  პუნქტით გაიზარდა და  – 9.9 –ს მიაღწია. 

განწყობა გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობისა და სერვისის სექტორის გარდა. სამშენებლო სექტორში კი ყველაზე დიდი ზრდაა.

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობის ინდექსს, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით 14.4 პუნქტით შემცირდა და 2020 წლის III კვარტლისთვის ახალ ისტორიულ მინიმუმს -40.6-ს მიაღწია. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის სექტორშია.

სამაგიროდ ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მოლოდინების ინდექსი 2020 წლის II კვარტლის ჩავარდნის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა და 20.8 პუნქტს მიაღწია.

ბიზნესისთვის მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი
დაბრკოლებებია. 2020 წლის III კვარტლისთვის ეს ფაქტორები ბიზნეს საქმიანობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად იქცა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის, რაც ISET-ის განმარტებით შესაძლოა ასახავდეს COVID-19-ის შემგომი ბიზნეს გარემოს მდგომარეობას.

Businesspartner