ბიზნესი
11/06/2021

ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით 60 000-მდე კომპანიამ ისარგებლა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებით 60 000-მდე კომპანიამ ისარგებლა.

“ანალიზის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 000 პირს, თუმცა პანდემიის დროს იყო მნიშვნელოვანი კლება და 2020 წელს ეს რიცხვი 530 000-მდე შემცირდა.

რაც შეეხება 2021 წლის აპრილს, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 627 000 ადამიანამდე, რაც ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გვაქვს 9%-იანი ზრდა,” - განაცხადა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები