ბიზნესი
05/08/2020

ბიზნესს სიახლეების ეშინია - სარეკლამო კომპანია "ტროტუარი"

„ბიზნესს სიახლეების ეშინია“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სარეკლამო კომპანია „ტროტუარის“ ხელმძღვანელმა ქეთი კვინიხიძემ განუცხადა. კომპანია რეკლამებს ასფალტზე, ტროტუარებსა და გადასასვლელებთან ათავსებს.

როგორც კვინიხიძე აცხადებს, კომპანიის პირველი დამკვეთი იყო New Balance-ი, რომლის ფარგლებშიც  ასფალტი მოიხატა მთელს ქალაქში.  

კითხვაზე, კომპანიის სერვისით ინტერესდება თუ არა ბიზნესს სექტორი თუ უპირატესობას მაინც სტანდარტულ რეკლამას (სატელევიზო და ასე შემდეგ) ანიჭებს, კვინიხიძე განმარტავს, რომ ბიზნესი ასე თუ ისე მაინც ირჩევს ინოვაციას, თუმცა, უმეტესობას მაინც სიახლის ეშინია.

„მგონია, კომპანიების უმრავლესობა მაინც სატელევიზიო რეკლამას, ბანერებს და სხვადასხვა რეკლამას ირჩევს, თუმცა ეფექტი „ტროტუარის“ რეკლამას ბევრად მეტი აქვს," - აცხადებს კვინიხიძე.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ”ტროტუარი” ასფალტზე სურათების დახატვის სერვისის შეთავაზებასაც გეგმავს.

სარეკლამო კომპანია „ტროტუარი“ 2013 წელს შეიქმნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები