ბიზნესი
07/06/2021

ბიზნესში 61 700 სამუშაო ადგილი დაიკარგა

პამდემიის მიუხედავად, ბიზნესში ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების მოცულობა შენარჩუნდა, თუმცა სამუშაო ადგილები მკვეთრად 61 700-ით  შემცირდა, 622 700-მდე.

8.5%-ით შემცირდა  დაქირავებულთა რაოდენობა, რაც  586 400  კაცს შეადგენს.  საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2.3 მლრდ ლარით განისაზღვრა, აქაც კლებაა 4.5%-ით.  

I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა, ზრდა 56.5 ლარია.   საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესში – 1 341.9 ლარია, საშუალო ბიზნესში – 1 474.5 ლარი ,  მცირე ბიზნესში კი  – 1 061.9 ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები