ბიზნესი
09/07/2020

Bosch Service Solutions-ი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნო

მსხვილი გერმანული კონცერნის Robert Bosch GmbH-ის შვილობილი კომპანიის Bosch Service Solutions-ი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა.

კომპანიის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა ეკონომიკის მინისტრმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა გამართეს.

ონლაინ - შეხვედრისას მინისტრმა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს გარემო და ის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ქვეყანას ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია ქვეყანას.

პოტენციური ინვესტორების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, სამიზნე ბაზრებთან სიახლოვე, ევროპული ნების ცოდნა, დაბალი ბიუროკრატია, კონკურენტული ფასები ის ძირითადი უპირატესობებია, რაც საქართველოს ბიზნეს სერვისების სექტორში გააჩნია.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ნამდვილად მიმზიდველია და აუცილებლად გაგრძელდება სამუშაო დონეზე მისი შესწავლა.

კომპანია Bosch Service Solutions - ი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს აწვდის დისტანციურ სერვისებს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 9500 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც კლიენტებს 40 - მდე ენაზე ემსახურებიან.

აღსანიშნავია, რომ Bosch Service Solutions შერჩეული იყო როგორც სამიზნე კომპანია და მათთან დაკავშირება სააგენტოსა და სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში მოხდა.

Businesspartner