ბიზნესი
18/08/2020

“ბუტრანამ“ სამაცივრე მეურნეობის განვითარება დაიწყო

ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანამ“ სამაცივრე მეურნეობის განვითარებაში 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„სამაცივრე მეურნეობის განვითარება საშუალებას გვაძლევს, სუფრის ყურძენი არამარტო სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში მივაწოდოთ მომხმარებელს. 20 სახეობის ყურძენი გვაქვს, რომელსაც ჩვენი ვენახის 3 ჰექტარი უჭირავს. პროქტზე მუშაობა 1 წლის წინ დაიწყო.სულ რაღაც ერთ კვირაში ჩვენი ყურძენი „აგროჰაბში“ გაიყიდება. – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა.

 „ბუტრანა“ სოფელ ტიბაანში, ფერმის და შატოს აშენებასაც გეგმავს. კომპანია ამ ეტაპზე, 2 სახეობის ქვევრის ღვინოს, 20 ზე მეტი სახეობის ყველს და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

Businesspartner