ბიზნესი
07/09/2021

Camille Bloch კახეთში თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება

შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch, რომელმაც კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა თხილის პირველ მოსავალს, 2025 წლისთვის ელოდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიას 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გააშენა. 

Camille Bloch-ის პრეზიდენტს დანიელ ბოშს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის ინოვაციური გზით წარმოების პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს.

დანიელ ბოშის თქმით, საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თხილის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ ქართულ მხარესთან თხილის წარმოებაში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლონ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

„თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც თხილის წარმოება, ასევე მისი ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული ევროპული გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები