ბიზნესი
05/08/2021

CAREC Institute: 4 ქვეყნიდან ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიამ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა

4 ქვეყნიდან ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიამ ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა, - ასეთია აზიის განვითარების ბანკთან ასოცირებული კვლევითი ინსტიტუტი CAREC Institute-ის კვლევის „COVID-19-ის გავლენის შესახებ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე“ შედეგები. 

კვლევაში ნახსენებია როგორ უმკლავდებიან საქართველოში, უზბეკეთში, პაკისტანსა და ყაზახეთში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები პანდემიას. ამ ქვეყნებში 1 145 აქტიური კომპანია გამოიკითხა, 2020 წლის დეკემბერი – 2021 წლის იანვარის პერიოდში.  

გამოკითხვა შეეხო გაყიდვებს, ონლაინ გაყიდვების ჩათვლით, ასევე დასაქმებას, ხელფასებს, ფულად სახსრებს, ფინანსებზე წვდომას, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერას სხვადასხვა წყაროდან და კერძოდ სამთავრობო დახმარების პროგრამების სარგებლიანობას.

შესწავლილი ოთხი ქვეყნის მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები ყველა რეგისტრირებული ბიზნესის 99%-ს წარმოადგენს და მშპ-ს დაახლოებით 60%-ს, ხოლო დასაქმებულების სამ მეოთხედს შეადგენს.

როგორც კვლევითი ინსტიტუტი წერს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ალბათ უფრო დიდ ეკონომიკურ როლს ასრულებენ, ვიდრე ამას ოფიციალური სამთავრობო პირები ვარაუდობენ.

გამოკითხული მცირე და საშუალო ბიზნესის უმრავლესობამ განიცადა მოთხოვნის მკვეთრი შემცირება გამოწვეული ჩაკეტვის გამო, სამუშაო ძალის უუნარობამ და სამსახურში სიარულის აკრძალვამ უარყოფითი ზემოქმედება იქონია მიწოდების ჯაჭვზე. ყველაზე მძიმე დარტყმა განიცადა ქართულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა, რომელთა გაყიდვები თითქმის განახევრდა და 50%-ზე მეტით შემცირდა, მაშინ, როდესაც პაკისტანის მცირე და საშუალო ბიზნესმა მხოლოდ 9%-იანი ვარდნა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ კვლევა არ მოიცავდა ფირმებს, რომლებმაც სამუდამოდ შეწყვიტეს საქმიანობა.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების პასუხი კითხვაზე აღიქვამენ თუ არა ისინი მთავრობის მხარდაჭერას ადეკვატურად, განსხვავებული აღმოჩდა. უზბეკური მცირე და საშუალო ბიზნესის ორი მესამედიდან მთავრობის მხარდაჭერას ადეკვატურად მიიჩნევენ, თუმცა უზბეკურ ფირმებს ჰქონდათ ყველაზე დაბალი წილი იმ ფირმებში, რომლებიც მთავრობის დახმარებას იღებდნენ.

საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის 48% ფიქრობს, რომ მთავრობის მხარდაჭერა ადეკვატური იყო, საგადასახადო შეღავათებზე, შეღავათიან სესხებზე და სხვა ზომებზე.

 

 

Businesspartner